კვირა, აპრილი 19, 2026
Home საზოგადოება ამერიკული მხარისგან ე.წ. მინერალური რესურსების შესახებ შეთანხმების ახალი ტექსტი მივიღეთ, კონსულტაციები დაწყებულია – ანდრეი სიბიგა

ამერიკული მხარისგან ე.წ. მინერალური რესურსების შესახებ შეთანხმების ახალი ტექსტი მივიღეთ, კონსულტაციები დაწყებულია – ანდრეი სიბიგა

by admin

ვადასტურებ, რომ 28 მარტს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დიპლომატიური არხებით ამერიკული მხარისგან მიიღო ე.წ. მინერალური რესურსების შესახებ შეთანხმების ახალი ტექსტი, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ განაცხადა. მისი თქმით, უკრაინას აქვს საკუთარი კანონმდებლობა ამ ტიპის დოკუმენტის შემუშავებისთვის და საჭირო შიდა პროცედურები უკვე დაწყებულია.

“მიგვაჩნია, რომ შეთანხმების ტექსტი, უნდა ითვალისწინებდეს ძლიერი, მსხვილი ამერიკული ბიზნესის გაძლიერებულ ყოფნას, ასევე წვლილს უკრაინის უსაფრთხოების ინფრასტრუქტურაში. ყოველთვის მნიშვნელოვანია უკრაინაში ამერიკული ბიზნესის ყოფნის გაძლიერება. ამიტომ, ეს პროცესი გაგრძელდება და ჩვენ ამერიკელ კოლეგებთან ერთად ვიმუშავებთ ხელმოწერისთვის ორმხრივად მისაღები ტექსტის მისაღწევად”, – აღნიშნა სიბიგამ

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay