კვირა, აპრილი 19, 2026
Home საზოგადოება ხვალ ალბათ, სასამართლოზე გვეცოდინება, რას მოიცავს ბრალეულობა, რა სასჯელიც არ უნდა იყოს, ეს ვერ შემაცვლევინებს იმ დამოკიდებულებას, რომ ქვეყანა და არჩევნები მიტაცებულია – მამუკა ხაზარაძე

ხვალ ალბათ, სასამართლოზე გვეცოდინება, რას მოიცავს ბრალეულობა, რა სასჯელიც არ უნდა იყოს, ეს ვერ შემაცვლევინებს იმ დამოკიდებულებას, რომ ქვეყანა და არჩევნები მიტაცებულია – მამუკა ხაზარაძე

by admin

პროკურორმა ბრალი წამიყენა, ხვალ ალბათ, გვეცოდინება სასამართლოზე, რას მოიცავს ეს ბრალეულობა. რა სასჯელიც არ უნდა იყოს განზრახული, ეს ვერ შემაცვლევინებს იმ დამოკიდებულებას, რომ ქვეყანა მიტაცებულია, რომ არჩევნები მიტაცებულია, რომ ქვეყანა გადასარჩენია, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა:

“პროკურორმა ბრალი წამიყენა, ხვალ ალბათ, გვეცოდინება სასამართლოზე თუ რას მოიცავს ეს ბრალეულობა. რა სასჯელიც არ უნდა იყოს განზრახული ეს ვერ შემაცვლევინებს იმ დამოკიდებულებას, რომ ქვეყანა მიტაცებულია, რომ არჩევნები მიტაცებულია, რომ ქვეყანა გადასარჩენია. ეს კომისია არის ცირკი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების, სამხედროებისა და დაღუპულ გმირების დისკრედიტაციას ახდენს, ამიტომ ბრძოლა იქნება ბოლომდე. ჩვენი ქვეყანა სწრაფ გადატვირთვას საჭიროებს. მოთხოვნები ახალი არჩევნების დანიშვნისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების შესახებ კვლავ ძალაშია.

ეს პარლამენტი არის არალეგიტიმური, მთავრობა არალეგიტიმურია, კომისია დაკავებულია პოლიტიკური პარტიის, კერძოდ ჩემი, ბადრი ჯაფარიძისა და ჩვენი თანამებრძოლების დისკრედიტაციით.

ნებისმიერ სასამართლოში, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო და პროკურატურა ბიძინა ივანიშვილსა და მურუსიძის დაქვემდებარებაშია, მზად ვარ ნებისმიერ კითხვას პასუხი გავცე”

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay