ხუთშაბათი, აპრილი 23, 2026
Home მსოფლიო უკრაინა მზად არის ცეცხლის შეწყვეტისთვის, სწორედ პუტინს არ სურს მშვიდობა, არ უნდა მივცეთ საშუალება პუტინსა და მის მხარდამჭერებს დაგვაბრმავონ – ანალენა ბერბოკი

უკრაინა მზად არის ცეცხლის შეწყვეტისთვის, სწორედ პუტინს არ სურს მშვიდობა, არ უნდა მივცეთ საშუალება პუტინსა და მის მხარდამჭერებს დაგვაბრმავონ – ანალენა ბერბოკი

by admin

პუტინს სურდა სამ დღეში დაეპყრო კიევი და უკრაინა. რუსეთის სასტიკი აგრესიის სამ წელზე მეტი ხნის შემდეგ, სრულიად ნათელია: პუტინის გეგმა ჩაიშალა, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც კიევში ჩასვლის შემდეგ გავრცელდა.

“მშვიდობა არავის სწყურია იმაზე მეტად, ვიდრე უკრაინელ ხალხს. უკრაინა მზად არის ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისთვის. სწორედ პუტინია ის, რომელსაც არ სურს მშვიდობა, თამაშობს დროზე და აგრძელებს აგრესიულ ომს, რომელიც არღვევს საერთაშორისო კანონს. ჩვენ არ უნდა მივცეთ საშუალება პუტინსა და მის მხარდამჭერებს დაგვაბრმავონ, რადგან მშვიდობის შეთავაზება არ არის მშვიდობა”, – აღნიშნულია განცხადებაში

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay