ხუთშაბათი, აპრილი 23, 2026
Home საზოგადოება ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – ჩვენ სრულად გვესმის რუსეთის და მხარს ვუჭერთ მას, რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობები ტაიშანის მთასავით ურღვევი და მტკიცეა

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – ჩვენ სრულად გვესმის რუსეთის და მხარს ვუჭერთ მას, რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობები ტაიშანის მთასავით ურღვევი და მტკიცეა

by admin

რუსეთსა და ჩინეთს შორის ურთიერთობები ურყევი და ძლიერია, პეკინი მხარს უჭერს მოსკოვს, – ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვან იმ რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

„ჩინეთ-რუსეთის ყოვლისმომცველმა პარტნიორობამ და სტრატეგიული ურთიერთობამ საერთაშორისო ტურბულენტობის გამოცდას გაუძლო. ის ტაიშანის მთასავით ურღვევი და მტკიცეა. ჩვენ სრულად გვესმის და მხარს ვუჭერთ რუსეთს, რომელიც იცავს თავის ლეგიტიმურ უფლებებსა და ინტერესებს დიპლომატიური საშუალებებით“, – აღნიშნა ვან იმ.

“მხარს ვუჭერთ კრიზისის მიზეზების აღმოფხვრას დიალოგისა და მოლაპარაკებების გზით და საბოლოო ჯამში სამართლიანი, ხანგრძლივი, სავალდებულო სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას, რომელიც მისაღები იქნება ყველა მონაწილე მხარისთვის, რაც შესაძლებელს გახდის ევრაზიაში და მთელ მსოფლიოში ჭეშმარიტად ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობის მიღწევას”, – აღნიშნა ვან იმ.

ცნობისთვის, ვან ი გუშინ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის მიწვევით, ოფიციალური ვიზიტით რუსეთს ეწვია.

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay