კვირა, აპრილი 19, 2026
Home მსოფლიო მსურს ვნახო, რომ პუტინი შეთანხმებას დადებს, არ მინდა მეორე ტარიფები დავაწესო მის ნავთობზე – ტრამპი

მსურს ვნახო, რომ პუტინი შეთანხმებას დადებს, არ მინდა მეორე ტარიფები დავაწესო მის ნავთობზე – ტრამპი

by admin

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სურს, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისგან უკრაინაში მიმდინარე ომის დასასრულებლად გარიგების დადება იხილოს და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ, საჭიროების შემთხვევაში, რუსულ ნავთობზე მეორად ტარიფებს დააწესებს.

„მსურს ვნახო, რომ ის დადებს შეთანხმებას, რათა შევაჩეროთ რუსი ჯარისკაცების, უკრაინელი ჯარისკაცების და სხვა ადამიანების მკვლელობა. მინდა, დარწმუნებული ვიყო, რომ ის [პუტინი] ამას ბოლომდე მიიყვანს. არ მინდა მეორე ტარიფები დავაწესო მის ნავთობზე. მაგრამ ვფიქრობ, იცით, ეს არის ის, რასაც გავაკეთებ, თუ ვიფიქრებ, რომ ის არ ასრულებს თავის საქმეს. მე ეს ვენესუელასთან გავაკეთე“, – აღნიშნა ტრამპმა.

შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა NBC News-ს განუცხადა, რომ თუ უკრაინაში სისხლისღვრის შეჩერებაზე შეთანხმებას ვერ მიაღწევენ და იფიქრებს, რომ ეს რუსეთის ბრალია, რუსეთიდან იმპორტირებულ ნავთობზე მეორად ტარიფებს დააწესებს.

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay