შაბათი, აპრილი 18, 2026
Home პოლიტიკა დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს – კობახიძე

დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს – კობახიძე

by admin

საქართველომ დღემდე შეძლო დამოუკიდებლობის არამხოლოდ შენარჩუნება, არამედ კიდევ უფრო მეტად განმტკიცება. დამოუკიდებლობა არის ის, რასაც განსაკუთრებულად უნდა გავუფრთხილდეთ მომავალშიც. დამოუკიდებლობას სჭირდება მუდმივი გაფრთხილება, თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველო დღეს არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს. ეს არის ის მდგომარეობა, რასაც უნდა გავუფრთხილდეთ. დღევანდელ დღეს განსაკუთრებულად უნდა გავიხსენოთ ის ადამიანები, რომელთაც ამ წლების განმავლობაში დამოუკიდებლობის იდეას შესწირეს ყველაზე ძვირფასი – სიცოცხლე. განსაკუთრებით უნდა მივაგოთ პატივი ჩვენს ჯარისკაცებს, რომლებიც შეეწირნენ ომებს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის –  ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ განაცხადა

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay