კვირა, აპრილი 19, 2026
Home პოლიტიკა 34 წელი დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმიდან

34 წელი დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმიდან

by admin

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმიდან 34 წელი გავიდა. 1991 წლის 31 მარტს მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე საერთო-სახალხო კენჭისყრა გაიმართა, რომლის შედეგების საფუძველზეც, უზენაესმა საბჭომ, ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით, დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.

საქართველოს მოსახლეობამ დამოუკიდებლობის აღდგენას მხარი ერთსულოვნად დაუჭირა. ამ შედეგების საფუძველზე კი იმავე წლის 9 აპრილს უზენაესმა საბჭომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო.

31 მარტი საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას, დაბადების დღეცაა. მას დღეს 86 წელი შეუსრულდებოდა.

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay