კვირა, აპრილი 19, 2026
Home პოლიტიკა დონალდ ტრამპი და კირ სტარმერი პუტინზე კოლექტიური ზეწოლის გაგრძელების აუცილებლობაზე შეთანხმდნენ – ბრიტანეთის მთავრობა

დონალდ ტრამპი და კირ სტარმერი პუტინზე კოლექტიური ზეწოლის გაგრძელების აუცილებლობაზე შეთანხმდნენ – ბრიტანეთის მთავრობა

by admin

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა სატელეფონო საუბარი გამართეს, – ინფორმაციას გაერთიანებული სამეფოს პრემიერის ოფისი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ლიდერებმა, სხვა საკითხებთან ერთად, რუსეთ-უკრაინის ომიც განიხილეს.

„უკრაინის საკითხის განხილვისას, პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტს ამ კვირაში პარიზში გამართული „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრაზე პროდუქტიული დისკუსიების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ლიდერები პუტინზე კოლექტიური ზეწოლის გაგრძელების აუცილებლობაზე შეთანხმდნენ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მათ ასევე განიხილეს ბრიტანულ და ამერიკულ გუნდებს შორის გამართული პროდუქტიული მოლაპარაკებები გაერთიანებული სამეფოსა და აშშ-ის ეკონომიკური აღმავლობის შეთანხმებაზე

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay