კვირა, აპრილი 26, 2026
Home საზოგადოება USAID რიგ ფუნქციებს სახდეპს ჩააბარებს, დანარჩენს კი გააჩერებს

USAID რიგ ფუნქციებს სახდეპს ჩააბარებს, დანარჩენს კი გააჩერებს

by admin

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) კონგრესს შეატყობინა, რომ თავის რიგ ფუნქციებს სახელმწიფო დეპარტამენტს 1 ივლისამდე ჩააბარებს, დანარჩენს კი გააჩერებს.

ამის შესახებ სახდეპის სპიკერმა, ტემი ბრიუსმა ბრიფინგზე ილაპარაკა, მანამდე კი სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განცხადება გაავრცელა.

ბრიუსის ცნობით, USAID-მა კონგრესს შეატყობინა, რომ სააგენტო ამ წლის 1 ივლისამდე თავის რიგ ფუნქციებს სახელმწიფო დეპარტამენტს გადასცემს. მისივე თქმით, სააგენტო აჩერებს დანარჩენ პროგრამებს, “რომლებიც [პრეზიდენტის] ადმინისტრაციის პრიორიტეტებს არ შეესაბამება”.

“სწორად შესრულებულ საგარეო დახმარებას ჩვენი ეროვნული ინტერესების წინ წაწევა, ჩვენი საზღვრების დაცვა და საკვანძო მოკავშირეებთან ჩვენი პარტნიორობის გაძლიერება შეუძლია. სამწუხაროდ, USAID თავის თავდაპირველ მისიას დიდი ხნის წინ ჩამოცილდა. შედეგად, მიღებული სარგებელი ზედმეტად მცირე იყო, ხარჯები კი ზედმეტად დიდი.

პრეზიდენტ ტრამპის წყალობით, ეს შემცდარი და ფინანსურად უპასუხისმგებლო ეპოქა ახლა დასრულებულია. ჩვენს საგარეო დახმარების პროგრამებს ორიენტაციას ხელახლა ვაძლევთ, რათა პირდაპირ ემთხვეოდეს იმას, რაც აშშ-სთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის საუკეთესოა. სიცოცხლის გადარჩენისთვის აუცილებელ პროგრამებს ვაგრძელებთ და ვაკეთებთ სტრატეგიულ ინვესტიციებს, რომლებიც ჩვენს პარტნიორებსა და ჩვენივე ქვეყანას აძლიერებს”. – წერია განცხადებაში.

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay