ორშაბათი, აპრილი 27, 2026
Home საზოგადოება მიანმარში 7.7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

მიანმარში 7.7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

by admin

მიანმარში 12 წუთის ინტერვალით ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის შეფასებით, პირველი მიწისძვრის სიმძლავრე 7.7 მაგნიტუდა იყო, მეორე კი – 6.4.

პირველი მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ საგაინგის ჩრდილო-დასავლეთით 16 კმ-ში დაფიქსირდა, მეორის კი – საგაინგიდან სამხრეთით 18 კილომეტრში.

მიანმარში მომხდარი მიწისძვრის ბიძგებმა მეზობელ ტაილანდამდე და სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთამდე მიაღწია. ტაილანდის ხელისუფლების ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად ბანგკოკში 30-სართულიანი მშენებარე შენობა ჩამოინგრა. მაშველები მშენებლობაზე დასაქმებულ 43 მუშას ეძებენ.

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay