ორშაბათი, აპრილი 27, 2026
Home პოლიტიკა პუტინს ევროპისა და ამერიკის გაყოფა სურს – ზელენსკი

პუტინს ევროპისა და ამერიკის გაყოფა სურს – ზელენსკი

by admin

პუტინს ევროპისა და ამერიკის გაყოფა სურს, კრემლის მთელი მანქანა ამაზე პირველი წელი არაა რაც მუშაობს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ “მსურველთა კოალიციის” შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა:

“პუტინს ევროპისა და ამერიკის გაყოფა სურს. კრემლის, მისი მთელი მანქანა ამაზე პირველი წელი არაა რაც მუშაობს,  ევროპის დაყოფასა და დასუსტებაზე, ევროკავშირის დასუსტებაზე, აშშ-ის დასუსტებაზე, თავად აშშ-ის დაყოფაზე უკრაინის დახმარების ან არდახმარების საკითხზე. ამიტომ ეს მისი სურვილია.

ჩვენ გვსურს, ამერიკა უფრო ძლიერი იყოს. ვეთანხმები ემანუელს [მაკრონს], რომ ჩვენ ყველას გვჭირდება, ეს სურვილის საკითხი არ არის, არამედ ყველას გვჭირდება, რომ ამერიკა რუსეთთან მიმართებაში უფრო ძლიერი იყოს. ძალიან გვინდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი კრემლის მმართველთან მიმართებაში უფრო ძლიერი იყოს, და ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანია.

ჯერჯერობით არ ვგეგმავ აშშ-ში ჩასვლას, ვინაიდან, ასეთი საკითხი არ არის დღის წესრიგში და, ამას გარდა, იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმების პირობები მუდმივად იცვლება”

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay