სამშაბათი, აპრილი 28, 2026
Home მსოფლიო ჩრდ. კორეამ რუსეთში დამატებით 3 000-ზე მეტი ჯარისკაცი გააგზავნა

ჩრდ. კორეამ რუსეთში დამატებით 3 000-ზე მეტი ჯარისკაცი გააგზავნა

by admin

ჩრდილოეთ კორეამ რუსეთში დამატებით 3000 ჯარისკაცი გაგზავნა, – ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი სამხრეთ კორეის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების კომიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.

სამხრეთ კორეის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების კომიტეტის ცნობით, ჩრდილოეთ კორეამ რუსეთში 3000 ჯარისკაცი იანვარსა და თებერვალში გაგზავნა და დამატებითი ძალები იმ 11 000 სამხედროს დაემატა, რომლებიც ფხენიანს აქამდე ჰყავდა გაგზავნილი.

სეული აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კორეის მიერ გაგზავნილი სამხედროებიდან 4000 დაიღუპა ან დაშავდა.

ამასთან, სამხრეთ კორეის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს ბალისტიკური რაკეტებისა და რაკეტების გამშვები დანადგარების მნიშვნელოვანი რაოდენობა გადასცა.

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay