სამშაბათი, აპრილი 28, 2026
Home პოლიტიკა თუ რუსეთი უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს დატოვებს, მის წინააღმდეგ დაწესებული ყველა სანქცია მოიხსნება – მაკრონი

თუ რუსეთი უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს დატოვებს, მის წინააღმდეგ დაწესებული ყველა სანქცია მოიხსნება – მაკრონი

by admin

საფრანგეთი ეწინააღმდეგება იმ პირობებს, რასაც რუსეთი შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ აყენებს, – უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პარიზში, უკრაინელ კოლეგა ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“სრულად ვუჭერ მხარს ამერიკის პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებულ კონცეფციას : „მშვიდობა ძალის მეშვეობით“, მაგრამ, რამდენადაც ვიცი, ეს კონცეფცია არ ნიშნავს სანქციების მოხსნას მანამ, სანამ შევამოწმებთ, რომ ყველაფერი მუშაობს”, – აღნიშნა მაკრონმა.

მისი თქმით, არსებულ ვითარებაში არსებობს აგრესიის მსხვერპლი, რომელიც მზად არის მიიღოს ცეცხლის შეწყვეტა ყოველგვარი პირობის გარეშე და, მეორე მხრივ კი, არსებობს აგრესორი, რომელიც იწყებს პირობების წამოყენებას, რათა არ მიიღოს ცეცხლის შეწყვეტა.

ამასთან, მაკრონმა განმარტა, რომ თუ რუსეთი გამოაცხადებს ჯარების გაყვანას უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებიდან, მის წინააღმდეგ დაწესებული ყველა სანქცია მოიხსნება

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay