სამშაბათი, აპრილი 28, 2026
Home საზოგადოება ტარიფები გადასახადებია: ცუდია ბიზნესისთვის, უარესია მომხმარებლებისთვის, როგორც აშშ-ში, ასევე ევროკავშირში – ურსულა ფონ დერ ლაიენი

ტარიფები გადასახადებია: ცუდია ბიზნესისთვის, უარესია მომხმარებლებისთვის, როგორც აშშ-ში, ასევე ევროკავშირში – ურსულა ფონ დერ ლაიენი

by admin

აშშ-ის გადაწყვეტილების შესახებ, ევროკავშირის ავტომობილების ექსპორტზე ტარიფები დააწესოს, ღრმა მწუხარებას გამოვხატავ, – ამის შესახებ განცხადებას ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ავრცელებს.

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ აშშ-ში იმპორტირებულ ავტომობილებსა და ავტომობილების ნაწილებზე 25%-იანი ტარიფების დაწესებას ეხმაურება.

“ტარიფები გადასახადებია: ცუდია ბიზნესისთვის, უარესია მომხმარებლებისთვის, როგორც აშშ-ში, ასევე ევროკავშირში. ევროკავშირი პრობლემის გადაჭრის გზების მოლაპარაკებების საშუალებით ძიებას გააგრძელებს, ამავე დროს, თავის ეკონომიკურ ინტერესებს დაიცავს”, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი X-ზე.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ის მიერ დაწესებული ტარიფები ძალაში 2 აპრილს შევა

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay