ხუთშაბათი, აპრილი 30, 2026
Home პოლიტიკა რუსეთი აშშ-თან მოლაპარაკებებისას უკრაინის შეიარაღებული ძალების დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონებიდან გაყვანას ითხოვს

რუსეთი აშშ-თან მოლაპარაკებებისას უკრაინის შეიარაღებული ძალების დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონებიდან გაყვანას ითხოვს

by admin
The Moscow Times-ის ინფორმაციით, რუსეთი აშშ-თან მოლაპარაკებებისას უკრაინის შეიარაღებული ძალების დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონებიდან გაყვანას ითხოვს.

“ახლა დრო ჩვენს მხარეზეა და ჩვენ ვეცდებით მაქსიმალურად გამოვიყენოთ ეს”, – აცხადებს რუსული მხარის წარმომადგენელი.

პარალელურად, ცნობილი ხდება, რომ დღეს სავარაუდოდ ჩვენი დროით 12:00 საათისთვის ამერიკულ-რუსულ-უკრიანული ერთობლივი განცხადება გამოქვეყნდება, საუდის არაბეთში გამართული მოლაპარაკებების და მისი შედეგების შესახებ.

პირველადი ინფორმაციით, მოსალოდნელია ზავის ამოქმედება შავ ზღვაში, ასევე პროგრესია გატაცებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნებისა და ფრონტზე პოზიციების გაყინვის შესახებ

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay