ხუთშაბათი, აპრილი 30, 2026
Home პოლიტიკა ვუცხადებთ სოლიდარობას მზია ამაღლობელს – ევროკავშირის წარმომადგენლობა

ვუცხადებთ სოლიდარობას მზია ამაღლობელს – ევროკავშირის წარმომადგენლობა

by admin

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ სოციალურ ქსელ X-ში მზია ამაღლობელის მხარდამჭერი პოსტი გამოაქვეყნა.
“ევროკავშირი სოლიდარობას უცხადებს მზია ამაღლობელს, რომელიც მე-17 დღეა შიმშილობს და მოითხოვს მის დაუყონებლივ გათავისუფლებას. თავისუფალი მედია და სამართლიანი სასამართლო ევროკავშირის ღირებულებების ბირთვია”. – წერია განცხადებაში.

28 იანვარს, ევროკავშირის ელჩები საქართველოში შეხვდნენ ბათუმელებისა და ნეტგაზეთის წარმომადგენლებს.

“ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმე ძალიან ცუდია. დღეს ევროკავშირის ელჩებთან ერთად შევხვდით ნეტგაზეთისა და ბათუმელების რედაქტორებსა და მზია ამაღლობელის იურიდიულ გუნდს.

წარდგენილი ბრალდება და მისი წინასწარი პატიმრობა გადაჭარბებული და უსამართლო ჩანს – ყველამ ვნახეთ დარტყმის ვიდეო. სად არის ჰუმანურობა”? – წერს სოციალურ ქსელ X-ში საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი.

ამაღლობელს ასევე მხარი დაუჭირა საქართველოში საფრანგეთის ელჩმა შერაზ გასრიმ:

“ევროკავშირის შეხვედრა ნესტან ცეცხლაძესთან და ეთერ თურაძესთან, მზია ამაღლობელის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც პატიმრობაში იმყოფება და შიმშილობს, იმის ნაცვლად რომ დაცული იყოს. მოგიწოდებთ უკანონოდ დაკავებული ადამიანების გამოშვებისკენ.

met with @Batulemebi,

to support Mzia Amaghlobeli, who is facing 7 years in prison. She is on hunger strike for 17th day and her condition is extremely worrying. Call for her immediate release. Dark days for the free media in #Georgia

 

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay