შაბათი, აპრილი 25, 2026
Home საზოგადოება თბილისის საქალაქო სასამართლოში მსახიობ ბაჩო ქაჯაიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში მსახიობ ბაჩო ქაჯაიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

by admin

თბილისის საქალაქო სასამართლოში ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული მსახიობის, ბაჩო ქაჯაიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ სხდომაზე უნდა იმსჯელონ, ჰქონდა თუ არა ქაჯაიას მხრიდან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ადგილი და თუ ჰქონდა, რა სახდელი დაეკისრება.

სასამართლოში იმყოფებიან მსახიობები და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები, რომლებიც ქაჯაიას გულშემატკივრობენ.

ბაჩო ქაჯაიას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებიან. კერძოდ იმას, რომ ის 9 იანვარს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა და გზა იმ დროს გადაკეტა, როცა ამისთვის ადამიანების საკმარისი რაოდენობა არ იყო.

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay