შაბათი, აპრილი 25, 2026
Home საზოგადოება ანდრო ჭიჭინაძე ციხიდან მამუკა მდინარაძის შეთავაზებას პასუხობს

ანდრო ჭიჭინაძე ციხიდან მამუკა მდინარაძის შეთავაზებას პასუხობს

by admin

მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე პასუხობს “ქართული ოცნების” აღმსრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის შეთავაზებას თავდებობის შესახებ. ჭიჭინაძის წერილს მისი ადვოკატი, თორნიკე მიგინეიშვილი ავრცელებს.

“მამუ, ძაან საყვარელი ხარ, მარა არ დაგავიწყდეს, რო უდანაშაულო ადამიანზე ლაპარაკობ”, – წერს ჭიჭინაძე.

შეგახსენებთ, გუშინ, 20 იანვარს, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ მზად არის ანდრო ჭიჭინაძეს თავდებში ჩაუდგეს, ოღონდ იმ დათქმით, თუ “თუ ის გაითავისებს, რა ჩაიდინა, რაში იღებდა მონაწილეობას”.

მდინარაძეს გუშინვე გამოეხმაურა ჭიჭინაძის დედა, ლიკა გუნცაძე.

“მამუკა, ღმერთმა დაგვიფაროს, თქვენ, ბორენკას ბანდა ჩაუდგეს ანდროს თავდებში! ელოდეთ, ანდრო ბრალს რომ აღიარებს! ჩაგყვებით ბოლომდე!”, – დაწერა ლიკა გუნცაძემ სოციალურ ქსელში.

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay