ხუთშაბათი, აპრილი 23, 2026
Home საზოგადოება “ბათუმელები” – მზია ამაღლობელი არის პირველი ქალი-პოლიტპატიმარი, პირველი ქალი-ჟურნალისტი, პირველი ქალი-მედიამენეჯერი, რომელიც სისტემამ გაანეიტრალა და სასტიკი ბრძოლა გამოუცხადა

“ბათუმელები” – მზია ამაღლობელი არის პირველი ქალი-პოლიტპატიმარი, პირველი ქალი-ჟურნალისტი, პირველი ქალი-მედიამენეჯერი, რომელიც სისტემამ გაანეიტრალა და სასტიკი ბრძოლა გამოუცხადა

by admin

მზია ამაღლობელი არის პირველი ქალი-პოლიტპატიმარი, პირველი ქალი-ჟურნალისტი, პირველი ქალი-მედიამენეჯერი, რომელიც სისტემამ გაანეიტრალა და სასტიკი ბრძოლა გამოუცხადა – ამის შესახებ “ბათუმელების” მთავარმა რედაქტორმა, ეთერ თურაძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა:

“არავითარი დასაბუთება და საჭიროება იმის, რომ მზია ამაღლობელისთვის შეეფარდებინათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, არ არსებობდა არა მხოლოდ ადამიანური და ჰუმანური მოსაზრებებით, არამედ არც სამართლებრივად, მაგრამ სისტემა, რომელიც არის რეპრესიული, რომელიც ებრძვის ყველაფერს ნათელს, არ ითვალისწინებს არც ჰუმანიზმს და რასაკვირველია, არც სამართალს. სადაც არ არის სამართლიანობა, იქ არ არის არც მშვიდობა და არც კეთილდღეობა. შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, ამ ქვეყნის მოქალაქეები და პირველ რიგში, ჟურნალისტები ამ სისტემის სამიზნეები ვიქნებით. ალბათ, ეს მხოლოდ დასაწყისია იმ დიდი ბრძოლის, რასაც რუსული მმართველობის სტილი და ჟურნალისტებისადმი რუსული დევნა ჰქვია. ჩვენ გამოგვიცხადეს ბრძოლა, დავრჩით მთავარი ფიგურის გარეშე. გარწმუნებთ, ჩვენთვის რთული იქნება ამ საქმიანობის გაგრძელება. ძალიან რთული იქნება ადამიანებს მივაწოდოთ ინფორმაცია იმ სახით, რა სახითაც ვაწვდიდით, მაგრამ ჩვენ უნდა ვცადოთ ეს ბრძოლა გავაგრძელოთ. ასევე, მინდა გთხოვოთ მხარდაჭერა როგორც თქვენ, ისე საზოგადოებას. ადამიანებს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ამ ქვეყნის დემოკრატიული განვითარება, რომ არ გავჩერდეთ და არ მივცეთ სისტემას იმის შესაძლებლობა, რომ ეს ქვეყანა საბოლოოდ შედგეს, როგორც ავტორიტარული, დიქტატორული სახელმწიფო”.

ცნობისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay