ხუთშაბათი, აპრილი 23, 2026
Home საზოგადოება ნონა ქურდოვანიძე – მზია ამაღლობელს დაკავების შემდგომ საკვები არ მიუღია, მხოლოდ წყალს იღებს და ამ ფორმით აგრძელებს ბრძოლას

ნონა ქურდოვანიძე – მზია ამაღლობელს დაკავების შემდგომ საკვები არ მიუღია, მხოლოდ წყალს იღებს და ამ ფორმით აგრძელებს ბრძოლას

by admin

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს დაკავების შემდგომ საკვები არ მიუღია, მხოლოდ წყალს იღებს. ამის შესახებ ნონა ქურდოვანიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა:

“დღეს მქონდა შესაძლებლობა, მომენახულებინა მზია ამაღლობელი. ის თავს მხნედ გრძნობს და მზად არის ამ საქმეში იბრძოლოს. ასევე, დამატებით მინდა გითხრათ, რომ მას დაკავების შემდგომ საკვები არ მიუღია, მხოლოდ წყალს იღებს და ამ ფორმით აგრძელებს ამ საქმეზე ბრძოლას. ამას აქვს ბრძოლის ფორმა და პროტესტის ფორმა სახეზეა”.

ცნობისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლომ  მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay