შაბათი, აპრილი 18, 2026
Home მსოფლიო ღაზაში პალესტინელებმა ცეცხლის შეწყვეტის ამოქმედების შემდეგ სახლებში დაბრუნება დაიწყეს

ღაზაში პალესტინელებმა ცეცხლის შეწყვეტის ამოქმედების შემდეგ სახლებში დაბრუნება დაიწყეს

by admin

ღაზას სექტორში, ათასობით იძულებით გადაადგილებულმა პირმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ამოქმედების შემდეგ, საკუთარ სახლებში დაბრუნება დაიწყო. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ვრცელდება ფოტოები, სადაც ჩანს ავტომობილებისა და ხალხის გრძელი რიგები.

გაერო-ს პალესტინის ლტოლვილთა სააგენტოს განცხადებით, საკვებით დატვირთული ათასობით სატვირთო მანქანა ღაზაში შესვლას ელოდება, რასაც ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ითვალისწინებს.

“დახმარებით დატვირთული 4 000 სატვირთო მანქანა მზადაა ღაზაში შესასვლელად – მათგან ნახევარი საკვებითა და ფქვილითაა დატვირთული”, – აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.

შეგახსენებთ, ღაზაში დღეს ცეცხლის შეეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდა

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay