შაბათი, აპრილი 4, 2026
Home საზოგადოება სტრასბურგის სასამართლომ “უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტზე” საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო – საია

სტრასბურგის სასამართლომ “უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტზე” საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო – საია

by admin

სტრასბურგის, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ “უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტზე” (FARA) საია-ს და მედია ორგანიზაციების საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო და სახელმწიფოს შეკითხვები გამოუგზავნა. შესაბამის ინფორმაციას „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ავრცელებს.

ასევე, საია-ს თავმჯდომარე, თამარ ონიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ 1-ელ აპრილს საია საზოგადოებას მიაწოდებს მეტ დეტალს საქმის არსის და ევროპული სასამართლოს მიერ დასმული შეკითხვების შესახებ.

საია-ს თავმჯდომარის შეფასებით, კანონი მედია და უფლებადამცველი ორგანიზაციების „შევიწროების იარაღად არის გამიზნული”.

“ზუსტად ერთი წლის წინ, 2025 წლის 1 აპრილს, მიიღეს კიდევ ერთი კანონი (FARA), რომელიც სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების, უფლებადამცველების შევიწროების იარაღად არის გამიზნული ქართულ რეალობაში.

მათ შორის, სწორედ ამ ცვლილებებმა დააინიცირა სისხლისსამართლებრივი დევნის შესაძლებლობა ამ კონტექსტში პირველად.

1 წლის თავზე სტრასბურგის სასამართლო ამ საქმის განხილვას იწყებს.

2026 წლის პირველ აპრილს, საზოგადოებას მივაწოდებთ მეტ დეტალს ამ საქმის არსის, და ევროპული სასამართლოს მიერ დასმული შეკითხვების შესახებ”, – წერს ონიანი

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay