კვირა, აპრილი 19, 2026
Home მსოფლიო მოსალოდნელი უამინდობის გამო დონალდ ტრამპის ინაუგურაცია შენობაში, კაპიტოლიუმის როტონდაში გაიმართება

მოსალოდნელი უამინდობის გამო დონალდ ტრამპის ინაუგურაცია შენობაში, კაპიტოლიუმის როტონდაში გაიმართება

by admin

მოსალოდნელი სარეკორდო ცივი ამინდის გამო არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაცია 20 იანვარს ვაშინგტონში არა კაპიტოლიუმის შენობის გარეთ, არამედ შიგნით გაიმართება. ამის შესახებ ამერიკული ტელეკომპანია CNN-ის მიერ გავრცელებული ცნობა მოგვიანებით სოციალურ ქსელში თავად დონალდ ტრამპმაც დაადასტურა.

“ამიტომ მე გავეცი განკარგულება, რათა საინაუგურაციო სიტყვა, სხვა ლოცვისა და სიტყვების კვალდაკვალ, წარმოვთქვა აშშ-ის კაპიტოლიუმის როტონდაში, რომელიც 1985 წელს რონალდ რეიგანმა გამოიყენა ასევე ძალიან ცივი ამინდის გამო. სხვადასხვა მაღალი რანგის პირსა და სტუმრებს კაპიტოლიუმში მიიყვანენ. ეს იქნება ძალიან სასიამოვნო სანახაობა ყველასთვის, განსაკუთრებით ტელეაუდიტორიისთვის“, – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ Truth Social-ში.

ტრამპი საპრეზიდენტო ფიცს ორშაბათს, 20 იანვარს, ვაშინგტონის დროით შუადღისას დადებს. მეტეოროლოგების თქმით, ამ დღეს ტემპერატურა შესაძლოა -11 გრადუსამდე დაეცეს.

“ამინდის პროგნოზის თანახმად, ვაშინგტონში ტემპერატურამ, ქარის ცივი ინდექსის გათვალისწინებით, შესაძლოა რეკორდულად დაბალ ნიშნულს მიაღწიოს. არ მინდა, რომ ვინმემ რაიმე სახით დაშავდეს ან დაზიანდეს”, – წერს დონალდ ტრამპი.

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay