77
დღეს ბათუმში, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერსა და საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიაზე ივანიშვილის რეჟიმის მიერ ორგანიზებული კოორდინირებული ჯგუფური სასტიკი თავდასხმა განხორციელდა.
“პარტია “გახარია საქართველოსთვის” ივანიშვილის რეჟიმის მიერ ორგანიზებული ამ ძალადობრივი თავდასხმის დაუყოვნებლივ და საფუძვლიან გამოძიებას და ყველა პასუხისმგებელი პირისთვის ანგარიშვალდებულების დაკისრებას ითხოვს. აღნიშნული პოლიტიკურად მოტივირებული თავდასხმა ოპოზიციის დაშინებისა და განსხვავებული აზრის ჩახშობის აშკარა მცდელობაა. მსგავსი ქმედებები საქართველოს დემოკრატიული და ევროპული მომავლისთვის მებრძოლთა ხმებს ვერასდროს გააჩუმებს“, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც X-ზე გავრცელდა