74
სამხრეთ კორეის პოლიციამ სეულში, პირად რეზიდენციაში დააკავა ქვეყნის პარლამენტის მიერ პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენებული იუნ სოკ იოლი. ის კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ ამბოხებაშია ეჭვმიტანილი 2024 წლის დეკემბერში საომარი მდგომარეობის გამოცხადების გამო.
იუნ სოკ იოლი ბრალდებას უარყოფს.
სეულის საოლქო სასამართლომ იუნ სოკ იოლის დაპატიმრების ორდერი 2024 წლის 31 დეკემბერს გასცა, თუმცა პოლიცია დღემდე, 15 იანვრამდე, აღსრულებას ვერ ახერხებდა პირადი დაცვის წინააღმდეგობის გამო. ორდერის გაცემამდე იუნი დაკითხვაზე რამდენჯერმე არ გამოცხადდა. ამჯერად, იუნ სოკ ოლის დასაკავებლად 3000-ზე მეტი პოლიციელი გაგზავნეს. იუნის პირად რეზიდენციასთან იმყოფებოდა მისი რამდენიმე ასეული მხარდამჭერიც