პარასკევი, აპრილი 24, 2026
Home პოლიტიკა გიორგი გახარიას ბათუმში თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

გიორგი გახარიას ბათუმში თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

by admin

“გახარია – საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას ბათუმში თავს დაესხნენ. არსებული ინფორმაციით, თავდასხმა ოპოზიციონერ პოლიკიკოსზე სასტუმრო “შერატონში” მოხდა და გახარია კლინიკაშია გადაყვანილი.

თავდასხმაზე პარტიის წევრი ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს და პასუხისმგებლობას აკისრებს “ქართულ ოცნებას”.

“ყველას მოგაკითხავთ, წარმოდგენა არ გაქვთ, რამხელა შეცდომა დაუშვით “ქართული ოცნება”. დანდობა არ იქნება, გპირდებით! საქართველოს პროკურატურა, 24 საათში არ იქნება ყველა თავდამსხმელი, დაკავებული და თქვენც მოგაკითხავთ! ივანიშვილი, საბრალდებო სკამზე დაგსვამ პირადად !
ივანიშვილის წინასაარჩევნო მუქარა ხომ გახსოვთ გახარია მიმართ? დღეს ეს იყო პირადად ივანიშვილი. პასუხისმგებლობაც არის პირველ რიგში ივანიშვილის. ბიძინას შიში რომ გახარიას ჰქონოდა, პოლიტიკაში არ დარჩებოდა. უდიდესი შეცდომა დაუშვა. უდიდესი!” – წერს ნათია მეზვრიშვილი

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay