შაბათი, აპრილი 18, 2026
Home პოლიტიკა ჯო უილსონი – დონალდ ტრამპს ვესაუბრე ივანიშვილის რეჟიმის მიერ თავისუფლებაზე თავდასხმაზე

ჯო უილსონი – დონალდ ტრამპს ვესაუბრე ივანიშვილის რეჟიმის მიერ თავისუფლებაზე თავდასხმაზე

by admin

დონალდ ტრამპს ივანიშვილის რეჟიმის მიერ თავისუფლებაზე თავდასხმისა და „ჩინეთის კომუნისტურ პარტიასა“ და ირანის რეჟიმთან, რომელმაც მისი მკვლელობა დაგეგმა, კორუფციული გარიგებების შესახებ მოვახსენე , – ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

„დონალდ ტრამპთან შეხვედრისთვის მადლობელი ვარ. მას ივანიშვილის რეჟიმის მიერ თავისუფლებაზე თავდასხმისა და „ჩინეთის კომუნისტურ პარტიასა“ და ირანის რეჟიმთან, რომელმაც მისი მკვლელობა დაგეგმა, კორუფციული გარიგებების შესახებ მოვახსენე. ასევე, მას საქართველოს მეგობრების წერილი გავუზიარე“, – წერს ჯო უილსონი.

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay