შაბათი, აპრილი 18, 2026
Home მსოფლიო სეული ადასტურებს, რომ უკრაინამ ორი ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი დაატყვევა

სეული ადასტურებს, რომ უკრაინამ ორი ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი დაატყვევა

by admin

სამხრეთ კორეის ეროვნული სადაზვერვო სამსახური ადასტურებს უკრაინის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ რუსეთის კურსკის ოლქში ორი ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი დაატყვევეს და დაკითხეს. ინფორმაციას გამოცემა Barron’s -ი ავრცელებს:

“დადასტურდა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა 9 იანვარს, კურსკის ბრძოლის ველზე, ორი ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი დაატყვევეს.

ერთ-ერთმა დატყვევებულმა ჯარისკაცმა დაკითხვისას განაცხადა, რომ თავდაპირველად ეგონა, რუსეთში წვრთნებისთვის გზავნიდნენ. ჯარისკაცის თქმით, ჩრდილოეთ კორეულმა ძალებმა ბრძოლის დროს მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადეს. სეულის სადაზვერვო სააგენტოს ცნობით, ერთ-ერთი ჯარისკაცის განცხადებით, დატყვევებამდე, 4-5 დღის განმავლობაში საკვებისა და წყლის გარეშე იყო.

შეგახსენებთ, უკრაინის დაზვერვის სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინელმა სამხედროებმა კურსკის ოლქში ორი ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი დაატყვევეს.

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay