79
“ბათუმელებისა“ და “ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით – პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმის ბრალდებით.
მზია ამაღლობელი პოლიციამ 11 იანვარის საღამოს ბათუმში აქციის მიმდინარეობისას კედელზე სტიკერის გაკვრის გამო დააკავა. მოგვიანებით, ბათუმელების დირექტორი მზია ამაღლობელი ხელწერილით გამოუშვეს და ხელახლა დააკავეს.