პარასკევი, აპრილი 17, 2026
Home საზოგადოება მოსამართლემ აქციებზე დაკავებული რვა პირი კვლავ პატიმრობაში დატოვა

მოსამართლემ აქციებზე დაკავებული რვა პირი კვლავ პატიმრობაში დატოვა

by admin

მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ პროევროპულ დემონსტრაციებზე დაკავებული რვავე პირი კვლავ პატიმრობაში დატოვა. მოსამართლის გადაწყვეტილებას სასამართლოს ფოიესა და ეზოში ხმაური მოჰყვა.
მოსამართლის გადაწყვეტილება სასამართლოს დარბაზში არ მოუსმენიათ დაკავებულებს. მათ და მათმა ადვოკატებმა სხდომათა დარბაზი დღის პირველი საათისთვის, პროტესტის ნიშნად მას შემდეგ დატოვეს, რაც მოსამართლემ უარი თქვა დარბაზის შეცვლასა და სხდომის უფრო დიდ დარბაზში ჩატარებაზე. ბრალდებულები და მათი ადვოკატები დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდნენ დარბაზის შეცვლას, რადგან, მათი თქმით, მცირე დარბაზში, სადაც სხდომა მიმდინარეობდა, დამსწრეთა დიდი რაოდენობის გამო, შეუძლებელი იყო მუშაობა.

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay