თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ პატიმრობაში დატოვა პროევროპულ აქციებზე ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული 11-ვე ბრალდებული, რომელთა საქმეებსაც ის განიხილავს. სხდომაზე აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხი განიხილებოდა. მან პროკურატურის შუამდგომლობა გაითვალისწინა.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, გურამ მირცხულავა, ლუკა ჯაბუა, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი, რევაზ კიკნაძე, გიორგი ტერაშვილი, ვალერი თეთრაშვილი, სერგეი სივაკოვი და ირაკლი ქერაშვილი პატიმრობაში რჩებიან.
მათ პროკურატურამ ბრალი წაუყენა სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფური ძალადობა). თერთმეტივე მათგანს ოთხიდან ექვს წლამდე პატიმრობა ემუქრება. მოსამართლემ პროკურატურის კიდევ ერთი შუამდგომლობა გაითვალისწინა 9 იანვარსაც და მათი საქმეების განხილვის დაწყება 5 მარტამდე გადადო