შაბათი, აპრილი 18, 2026
Home მსოფლიო აშშ-მექსიკის საზღვარზე “ვაგნერის” ყოფილი წევრი დააკავეს

აშშ-მექსიკის საზღვარზე “ვაგნერის” ყოფილი წევრი დააკავეს

by admin

აშშ-ის სასაზღვრო სამსახურმა მექსიკის მხრიდან საზღვრის უკანონო გადალახვის მცდელობისას დააკავა რუსეთის გასამხედროებული ჯგუფის, “ვაგნერის” ყოფილი წევრი, ტიმურ პრალიევი. დაკავების შემდეგ პრალიევმა განაცხადა, რომ ყაზახეთის მოქალაქეა, თუმცა ყაზახეთის პასპორტთან ერთად მას თან ჰქონდა რუსეთის პასპორტიც. მესაზღვრეებმა დაკავებულს აღმოუჩინეს ოთხი ათასი დოლარი და 60 ათასი მექსიკური პესო.

დაკითხვისას პრალიევმა აღიარა, რომ იბრძოდა ჯგუფ “ვაგნერის” შემადგენლობაში. აშშ ამ გასამხედროებულ ჯგუფს მიიჩნევს კავშირის მქონედ ომის დანაშაულებთან, სიკვდილის დასჯის შემთხვევებთან და ძალადობის სხვა აქტებთან, რომლებიც ჩადენილია აფრიკის ქვეყნებში და უკრაინის ტერიტორიაზე.

პრალიევს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდება წაუყენეს. მან დანაშაული აღიარა, ხოლო მიზეზი თუ რატომ ცდილობდა პრალიევი აშშ-ში შესვლას, ასევე მისი განზრახვები გაურკვეველი რჩება

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay