91
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებსაიტზე 3 იანვარს გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, სი ძინპინმა მიხეილ ყაველაშვილს მისალოცი წერილი გაუგზავნა.
სამინისტროს ცნობითვე, წერილში სი ძინპინმა აღნიშნა, რომ ჩინეთ-საქართველოს ამჟამინდელი სტრატეგიული პარტნიორობა ინარჩუნებს განვითარების პოზიტიურ იმპულსს:
“მე დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების განვითარებას და მზად ვარ ვიმუშაო პრეზიდენტთან, რათა გავაგრძელო ორ ქვეყანას შორის ტრადიციული მეგობრობა, გავაღრმაო ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობა და ხელი შევუწყო ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების უფრო განვითარებას, რათა ორი ქვეყნის ხალხმა მეტი სარგებელი ნახოს”, – საგარეო უწყების თანახმად, მისწერა სი ძინპინმა მიხეილ ყაველაშვილს