99
ტყიბულში, მერიის წინ, სამსახურიდან გათავისუფლებული მეშახტეების სოლიდარობის აქცია გაიმართა.
აქციის მონაწილეების თქმით, წინასაახალწლო პერიოდში 40-მდე მეშახტე სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს. სამსახურიდან გათავისუფლებული მეშახტეები აცხადებენ, რომ საქნახშირის გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებენ. მეშახტეების მხარდამჭერებს გაშლილი ჰქონდათ ბანერი – დროა, ტყიბულმა თავისი სათქმელი თქვას!
ტყიბულში სოლიდარობის აქციაზე ასევე იმყოფებოდნენ კულტურის სფეროს წარმომადგენლები, რომლებიც დედაქალაქიდან მათ მხარდასაჭერად ჩავიდნენ.