ხუთშაბათი, აპრილი 16, 2026
Home პოლიტიკა დონალდ ტრამპს შეუძლია შეაჩეროს პუტინი, მას ნამდვილად სურს ომის დასრულება – ზელენსკი

დონალდ ტრამპს შეუძლია შეაჩეროს პუტინი, მას ნამდვილად სურს ომის დასრულება – ზელენსკი

by admin

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეუძლია გადამწყვეტი იყოს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში და შეაჩეროს ვლადიმერ პუტინი, – უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა:

“ტრამპს შეუძლია გადამწყვეტი იყოს. ვფიქრობ, რომ ჩვენთვის ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მას შეუძლია გადამწყვეტი იყოს ამ ომში. მას შეუძლია შეაჩეროს პუტინი – უფრო სწორად, დაგვეხმაროს პუტინის შეჩერებაში. მას შეუძლია ამის გაკეთება,  ტრამპი ძლიერი და არაპროგნოზირებადია. ვისურვებდი, რომ პრეზიდენტ ტრამპის არაპროგნოზირებადობა, პირველ რიგში, რუსეთის ფედერაციას შეეხოს. ვთვლი, რომ მას ნამდვილად სურს ომის დასრულება. მჯერა, რომ ეს სიმართლეა”

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay