აშშ-ში, ქალაქ ახალი ორლეანის მერმა, ლატოია კანტრელმა “ტერორისტული თავდასხმა” უწოდა ახალი წლის დილას მომხდარ შემთხვევას, რომლის შედეგადაც დაიღუპა 10 ადამიანი, დაიჭრა 35 პირი – იუწყება სააგენტო ასოშიეიტედ პრესი.
ფედერალური საგამოძიებო ბიურო (FBI) იძიებს ოთხშაბათს დილით მომხდარ ინციდენტს – როცა ახალი წლის პირველ საათებში მანქანა შეეჯახა ქალაქის ცნობილ ქუჩაზე, Canal and Bourbon Street-ზე თავშეყრილ ხალხს. გამომძიებლებმა შემთხვევის ადგილას აღმოაჩინეს სულ მცირე ერთი თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა, მიმდინარეობს გამოძიება.
ახალი ორლეანის პოლიცია მოქალაქეებს მოუწოდებს არ გავიდნენ შემთხვევის ადგილის მიმდებარე არეალებში. პოლიციის ცნობით, დაჭრილები ხუთ საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.
შემთხვევა ადგილობრივი დროით დილის 3 საათსა და 15 წუთზე მოხდა – როცა ახალი წლის დადგომის ზეიმი დასასრულს უახლოვდებოდა

ახალი ორლეანის პოლიციის განყოფილების უფროსის განცხადებით, თავდასხმის დროს ავტომობილის მძღოლი ცდილობდა რაც შეიძლება მეტ ადამიანს დასჯახებოდა, მამაკაცი, რომელიც პიკაპს მართავდა ბურბონის ქუჩაზე ძალიან სწრაფად გადაადგილდებოდა და ეს წინასწარ განზრახული საქციელი იყო. თავდამსხმელმა ორ პოლიციელს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. მათი მდგომარეობა სტაბილურია.
პოლიციას თავდამსხმელის მდგომარეობის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია, თუმცა NBC News-ის ცნობით, თავდამსხმელი ლიკვიდირებული