ოთხშაბათი, აპრილი 29, 2026
Home საზოგადოება ბაჩუკი ქარდავა 54 წლის ასაკში გარდაიცვალა

ბაჩუკი ქარდავა 54 წლის ასაკში გარდაიცვალა

by admin

ეროვნულ დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე ბაჩუკი ქარდავა 54 წლის ასაკში გარდაიცვალა.

“წავიდა…ზეციურ საქართველოში…. ბაჩუკი ქარდავა. როგორ ვიფიქრებდი, რომ ამას მე ჩემი ხელით დავწერდი“,- წერს მისი მეგობარი და პარტიის პრესსამსახურის თანამშრომელი კატო შინდაგორიძე.

შეგახსენებთ, ბაჩუკი ქარდავა 1989 წლიდან იყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი. 1991 წელს გახდა ედპ-ის თავმჯდომარის გიორგი ჭანტურიას აპარატის უფროსი. 1993 წელს ედპ-ის ახალგაზრდული ორგანიზაციის ახალგაზრდა ეროვნულ-დემოკრატის (აედ-ის) დამფუძნებელი და თავმჯდომარე. 1993-1994 წლებში იყო საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციის ნაციონალური საბჭოს პრეზიდიუმის წევრი. 1996 წელს გახდა ედპ-ის გაზეთის “ქართული ქრონიკის” რედაქტორი. 1999 წელს გახდა ედპ-ის საზოგადოებრივ ურთიერთობათა მდივანი, ხოლო 2002 წელს – გენერალური მდივანი, 2003 წლის დეკემბრიდან იყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე.

2020 წლიდან იყო საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია”.

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay