სამშაბათი, ოქტომბერი 27, 2026
Home მსოფლიო რუსეთმა ჰელსინკის კომისია “არასასურველ ორგანიზაციად” გამოაცხადა

რუსეთმა ჰელსინკის კომისია “არასასურველ ორგანიზაციად” გამოაცხადა

by admin

რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ აშშ-ს ჰელსინკის კომისია, კონგრესში მოქმედი ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისია (CSCE), “არასასურველ ორგანიზაციად” გამოაცხადა – ამის შესახებ ინფორმაცია რუსულ მედიაში ვრცელდება.

გადაწყვეტილების მიზეზად, სხვა მიზეზებთან ერთად, დასახელებულია ჰელსინკის კომისიის მიერ აშშ-ს მოქმედი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისადმი მიმართვა უკრაინისთვის რუსეთის ტერიტორიაზე ATACMS რაკეტებით დარტყმის ნებართვის მიცემის შესახებ.

“ჰელსინკის კომისიის აქტივობები მიმართულია რუსეთში სოციო-პოლიტიკური სიტუაციის დესტაბილიზაციისკენ; ამ ორგანიზაციის წევრები მასიურად ავრცელებენ მასალას, რომლებიც ჩვენი ქვეყნის მთავრობის საგარეო და საშინაო პოლიტიკის, სამართალდამცავი ორგანოების მიერ გაწეული სამსახურისა და იურიდიული სისტემის დისკრედიტაციას ახდენს” – წერია რუსეთის გენერალური პროკურატურის განცხადებაში.

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay