შაბათი, ნოემბერი 7, 2026
Home მსოფლიო თეთრი სახლის აპარატის უფროსი სიუზან უაილსი თანამდებობას ტოვებს

თეთრი სახლის აპარატის უფროსი სიუზან უაილსი თანამდებობას ტოვებს

by admin

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თეთრი სახლის აპარატის უფროსი სიუზან უაილსი თანამდებობას ტოვებს. მის ადგილს კი აპარატის უფროსის მოადგილე სტივენ მილერი დაიკავებს.

ამის შესახებ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ზე დაწერა.

ტრამპის განცხადებით, უაილსმა „შესანიშნავი სამუშაო შეასრულა“ და მისი პოლიტიკური გუნდის შემადგენლობაში გააგრძელებს საქმიანობას.

„მინდა, მადლობა გადავუხადო მას აპარატის უფროსის თანამდებობაზე გაწეული მუშაობისთვის – მან თავისი მოვალეობები შესანიშნავად შეასრულა!“ – განაცხადა ტრამპმა.

მილერი ახალ თანამდებობაზე მუშაობას ორშაბათიდან დაიწყებს.

მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ტრამპის ადმინისტრაციიდან წასვლის შესაძლებლობას განიხილავდა, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო კამპანიისთვის მომზადება დაეწყო.

რუბიომ ეს ინფორმაცია უარყო.

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay