ხუთშაბათი, ნოემბერი 5, 2026
Home საზოგადოება მელანია ტრამპთან შეხვედრაზე რუსეთს დმიტრიევი და ლანტრატოვა წარმოადგენენ – დიმიტრი პესკოვი

მელანია ტრამპთან შეხვედრაზე რუსეთს დმიტრიევი და ლანტრატოვა წარმოადგენენ – დიმიტრი პესკოვი

by admin

მელანია ტრამპთან შეხვედრაზე რუსეთს დმიტრიევი და ლანტრატოვა წარმოადგენენ, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

დიმიტრი პესკოვის განცხადებით, დღეს ვაშინგტონში, აშშ-ის პირველი ლედის მელანია ტრამპის ორგანიზებით დაგეგმილ შეხვედრაზე, რუსულ დელეგაციას პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის წარმომადგენელი კირილ დმიტრიევი და ომბუდსმენი, იანა ლანტრატოვა წარმოადგენენ.

შეგახსენებთ, აშშ-ის პირველი ლედი მელანია ტრამპი დღეს თეთრ სახლში, რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლების მონაწილეობით შეხვედრას უმასპინძლებს.

ღონისძიებაზე აშშ-ის პირველი ლედი, მელანია ტრამპი ოლეშკიში განხორციელებული ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შესახებ სიტყით გამოვა.

შეხვედრაზე უკრაინული მხარის შემადგენლობაში უმაღლესი რადას საპარლამენტო ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელი დავით არახამია და ქვეყნის ომბუდსმენი, დმიტრო ლუბინეცი იქნებიან

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay