ხუთშაბათი, ნოემბერი 5, 2026
Home პოლიტიკა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია – ვითარება უარესდება დემოკრატიის მკვეთრი უკუსვლით, კანონის უზენაესობის სწრაფი ეროზიით – ევროპის გზა რჩება გახსნილი, თუ ხელისუფლება კურსს შეიცვლის – მარტა კოსი

საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია – ვითარება უარესდება დემოკრატიის მკვეთრი უკუსვლით, კანონის უზენაესობის სწრაფი ეროზიით – ევროპის გზა რჩება გახსნილი, თუ ხელისუფლება კურსს შეიცვლის – მარტა კოსი

by admin

საქართველოში ჩვენ ვაკვირდებით კანონის უზენაესობის ეროზიას და ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვას -ვითარება უარესდება დემოკრატიის მკვეთრი უკუსვლით, კანონის უზენაესობის სწრაფი ეროზიით და ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვით, – ამის შესახებ ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში მარტა კოსმა ევროპარლამენტში 2026 წლის გაფართოების პაკეტის წარდგენისას, საქართველოსთან დაკავშირებით განაცხადა.

ამასთან, ევროკომისარმა აღნიშნა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია, თუმცა თუ საქართველოს ხელისუფლება კურსს შეცვლის, ევროპისკენ გზა ღია რჩება.

„საქართველოში ჩვენ ვაკვირდებით კანონის უზენაესობის ეროზიას და ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვას. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია. ვითარება უარესდება დემოკრატიის მკვეთრი უკუსვლით, კანონის უზენაესობის სწრაფი ეროზიით და ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვით. ევროპის გზა რჩება გახსნილი თუ საქართველოს ხელისუფლება შეიცვლის კურსს და კვლავ ერთგული იქნება დემოკრატიის, კანონის უზენაესობის და ფუნდამენტური უფლებების. ჩვენი ერთგულება ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ქართველი ხალხის მისწრაფების უცვლელია“, – განაცხადა მარტა კოსმა

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay