კვირა, ოქტომბერი 11, 2026
Home საზოგადოება ლევან იოსელიანი – ქუჩაში თუ დაუპირისპირდნენ ადამიანები ერთმანეთს, მაშინ მორევამდე მივა საქმე და ამის მეტი კი არაფერია სამოქალაქო დაპირისპირებამდე

ლევან იოსელიანი – ქუჩაში თუ დაუპირისპირდნენ ადამიანები ერთმანეთს, მაშინ მორევამდე მივა საქმე და ამის მეტი კი არაფერია სამოქალაქო დაპირისპირებამდე

by admin
გაუგონარია ასეთი რაღაც, ასეთი დაპირისპირება. ქუჩაში თუ დაუპირისპირდნენ ადამიანები ერთმანეთს, მაშინ მორევამდე მივა საქმე და ამის მეტი კი არაფერი არის სამოქალაქო დაპირისპირებამდე და სამოქალაქო ომი უკვე გამოვლილი აქვს ამ ქვეყანას. ძალიან საშიშ ზღვარზე ვართ – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა:

“ამ შემთხვევაში, იქ რაც ხდებოდა, ამაზე პასუხისმგებელი არის ის საპოლიციო დანაყოფები, ვინც იქ იმყოფებოდნენ, ამაზე კითხვის ნიშნის დასმაც ზედმეტია. კიდევ ერთხელ, მოვუწოდებ ყველას, რომ სასწრაფოდ აღკვეთონ ის, რასაც ახლა ჩვენ ვუყურებთ და რა კადრებიც ვრცელდება. გაუგონარია ასეთი რაღაც, ასეთი დაპირისპირება. ქუჩაში თუ დაუპირისპირდნენ ადამიანები ერთმანეთს, მაშინ მორევამდე მივა საქმე და ამის მეტი კი, არაფერი არის სამოქალაქო დაპირისპირებამდე და სამოქალაქო ომი უკვე გამოვლილი აქვს ამ ქვეყანას. ასე, რომ ძალიან საშიშ ზღვარზე ვართ, ჩემი აზრით. ამ არაფორმალური ჯგუფები, თუ ვინც არიან, შავებში ჩაცმული ადამიანების თარეში უნდა აღიკვეთოს და აუცილებლად ყველას პასუხისმგებლობა უნდა დადგეს“

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay