122
თბილისში ბესიკის ქუჩაზე მდებარე ოფისში კოალიცია “ცვლილებისთვის” წევრს კობა ხაბაზს ფიზიკურად გაუსწორდნენ, მას დაზიანებები აქვს თავზე და სხეულის სხვადასხვა ნაწილზე.
შემთხვევა 7 დეკემბერს საღამოს 10 საათისთვის მოხდა. კოალიციის ოფისში შავებში ჩაცმული რამდენიმე ათეული ადამიანი შეცვივდა. ეს ჩანს ოფისის სამეთვალყურეო კამერით გადაღებულ კადრებშიც.
კობა ხაბაზი ჰყვება, რომ ლიფტიდან გამოსულს დაესხნენ თავს, როდესაც ჩავდიოდი, უეცრად ამოვარდნენ. 50-მდე ადამიანი იყო. დაიწყეს გინება, ცემა. თავში ჩამარტყეს რაღაც და დავეცი, შემდეგ წიხლებს მირტყამდნენ… მათი იდენტიფიცირება შეუძლებელი იყო… უეცრად ამოვარდნენ. 50-მდე ადამიანი იყო…