ორშაბათი, ოქტომბერი 12, 2026
Home მსოფლიო პოლონეთში დააკავეს კაცი, რომელიც დონალდ ტუსკზე თავდასხმას გეგმავდა

პოლონეთში დააკავეს კაცი, რომელიც დონალდ ტუსკზე თავდასხმას გეგმავდა

by admin

პოლონეთში დააკავეს კაცი, რომელიც ქვეყნის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკს ემუქრებოდა და მის წინააღმდეგ თავდასხმას გეგმავდა. ამის შესახებ პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, მარცინ კერვინსკიმ განაცხადა.

მინისტრმა დაკავების შესახებ სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა, თუმცა დამატებითი დეტალები არ გაუვრცელებია.

ინციდენტს გამოეხმაურა თავად ტუსკიც. მან პოლიციას „სწრაფი და გადამწყვეტი მოქმედებისთვის“ მადლობა გადაუხადა.

მანამდე პოლიციამ შესაძლო თავდასხმის შესახებ ინფორმაცია მიიღო როგორც ტუსკზე, ისე პოლონეთის თავდაცვის მინისტრ ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშზე. სპეციალური სამსახურების კოორდინატორის პრესსპიკერის, იაცეკ დობჟინსკის განცხადებით, არსებობდა ამ მუქარების განხორციელების მაღალი ალბათობა

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay