კვირა, ოქტომბერი 11, 2026
Home საზოგადოება არჩევნები მშვიდ, ორგანიზებულ, უსაფრთხო და კონკურენტულ გარემოში ჩატარდა – გიორგი კალანდარიშვილი

არჩევნები მშვიდ, ორგანიზებულ, უსაფრთხო და კონკურენტულ გარემოში ჩატარდა – გიორგი კალანდარიშვილი

by admin

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, 4 მუნიციპალიტეტში შუალედური არჩევნები მშვიდ და კონკურენტულ გარემოში ჩატარდა.

როგორც კალანდარიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, ამომრჩეველთა აქტივობამ 51,6% შეადგინა.

„არჩევნები მშვიდ, ორგანიზებულ და უსაფრთხო და კონკურენტულ საარჩევნო გარემოში ჩატარდა, სადაც ამომრჩეველს ჰქონდა შესაძლებლობა საკუთარი არჩევანი თავისუფლად დაეფიქსირებინა.

საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის პროცესი კანონმდებლობით დადგენილი პროცედურებით მიმდინარეობდა“,- განაცხადა კალანდარიშვილმა.

საკრებულოს შუალედური არჩევნები საქართველოს 4 მუნიციპალიტეტში – ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში გაიმართა.

საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურა. არჩევნები მაჟორიტარული სისტემით ჩატარდა.

ამომრჩევლებმა აღნიშნული მუნიციპალიტეტების საკრებულოების 4 მაჟორიტარ წევრი აირჩიეს, შუალედური არჩევნებისთვის ოთხივე საარჩევნო ოლქში ჯამში შვიდი საარჩევნო უბანი იყო გახსნილი, მათ შორის ოთხი წალკაში. საარჩევნო უბნები გახსნილი იყო ახმეტაში – სოფელ კასრისწყალში, დმანისში – სოფ. ველისპირსა და სოფ. განახლებას შორის, წალკაში სოფლებში – იმერაში, ბარეთში, საბეჭისსა და ლივადში, ვანში – სოფელ ფერეთაში.გამოყენებული იქნა როგორც ელექტრონული, ისე ტრადიციული კენჭისყრის მოდელი. წალკის 3 საარჩევნო უბანზე და ვანის საარჩევნო უბანზე გამოყენებული იყო ელექტრონული ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატები. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 2 225-ს შეადგენდა. გადასატანი ყუთის მოთხოვნით საარჩევნო ადმინისტრაციას 50 – მა ამომრჩეველმა მიმართა.

არჩევნებისთვის რეგისტრირებული იყო 2 პოლიტიკური პარტიის მიერ წარდგენილი მაჟორიტარობის 7 კანდიდატი. დმანისში, წალკასა და ვანში რეგისტრირებული არიან კანდიდატები საარჩევნო სუბიექტებიდან „ქართული ოცნება“ და „ძლიერი საქართველო – ლელო“, ხოლო ახმეტაში რეგისტრირებული იყო მხოლოდ „ქართული ოცნების“ კანდიდატი

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay