საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა, გიორგი მიქაუტაძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და ვილი სანიოლს დაემშვიდობა.
”მადლობა გამოჩენილი ნდობისთვის. ყველაფრისთვის, რაც ჩვენთვის გააკეთეთ და ერთად განვლილი ყველა წუთისთვის. გამარჯვებები, ბრძოლები, უსაზღვრო ემოციები. რაც მთავარია, მოგონებები, რომლებიც სამუდამოდ ჩაიბეჭდება მეხსიერებაში.
მადლობა იმ ძალისთვის, რაც მომეცით. თქვენი წყალობით ჩვენ გავიზარდეთ, ვირწმუნეთ საკუთარი თავის და ერთად დავწერეთ ქართული ფეხბურთის ისტორიის რამდენიმე ულამაზესი ფურცელი. მოედნის მიღმა, ჩემს მეხსიერებაში უპირველესად დარჩება თავად ადამიანები, რჩევები და ყველაფერი, რაც ამ წლების განმავლობაში ერთად გავიარეთ. მეამაყება, რომ ეს გზა თქვენთან ერთად გამოვიარე. თქვენ სამუდამოდ დარჩებით ამ გუნდისა და ქართული ფეხბურთის ისტორიის ნაწილად. მადლობა ყველაფრისთვის”, – წერს მიქაუტაძე სოციალურ ქსელში