სამშაბათი, ოქტომბერი 13, 2026
Home მსოფლიო ვოლოდიმირ ზელენსკიმ და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები განიხილეს

ვოლოდიმირ ზელენსკიმ და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები განიხილეს

by admin

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრა გამართა, რომლის დროსაც შავი ზღვის უსაფრთხოებისა და საზღვაო ექსპორტის დერეფნის ფუნქციონირების საკითხები განიხილეს, – ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

“განვიხილეთ შავი ზღვის უსაფრთხოება, პირველ რიგში, როგორ უზრუნველვყოთ საზღვაო ექსპორტის დერეფნის ფუნქციონირება. პრაქტიკულად ყველა კონტინენტზე არის ქვეყნები, რომლებიც ჩვენს სურსათის ექსპორტზე არიან დამოკიდებულები. ახლა კი მისი სრულად აღდგენის სხვადასხვა ვარიანტი განიხილება. საჭიროა რუსეთის მზადყოფნა, შეწყვიტოს ტერორისტული თავდასხმები ჩვენს ინფრასტრუქტურაზე, რათა უკრაინამაც შეაჩეროს შორ მანძილზე მოქმედი საპასუხო დარტყმები“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, შეხვედრაზე ასევე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები: თავისუფალი ვაჭრობის ზონა და დრონების შეთანხმება.

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay