სამშაბათი, ოქტომბერი 13, 2026
Home მსოფლიო აშშ და ჩინეთი პარტნიორები უნდა იყვნენ და არა მეტოქეები – სი ძინპინი

აშშ და ჩინეთი პარტნიორები უნდა იყვნენ და არა მეტოქეები – სი ძინპინი

by admin

ჩინეთის ლიდერის სი ძინპინის განცხადებით, შეერთებული შტატები და ჩინეთი პარტნიორები უნდა იყვნენ და არა მეტოქეები.

“ერთად შეგვიძლია და უნდა ვიპოვოთ სწორი მიდგომა, რათა ჩინეთმა და შეერთებულმა შტატებმა -ორმა დიდმა ქვეყანამ – ახალ ეპოქაში ერთმანეთთან კარგად ურთიერთობდნენ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამას შევძლებთ, ამასთან, ორ ქვეყანას შეუძლია ხელი შეუწყოს ერთმანეთის წარმატებას და ამით სარგებელი მოუტანოს მთელ მსოფლიოს”, – აღნიშნა სი ძინპინმა.

ცნობისთვის, ჩინეთის პრეზიდენტი აშშ-ში ჩავიდა. სი ძინპინსა და მის მეუღლეს დონალდ და მელანია ტრამპები მერილენდში, ენდრიუსის გაერთიანებულ სამხედრო ბაზაზე დახვდნენ. სი ძინპინისა და დონალდ ტრამპის შეხვედრა დღეისთვის არის დაგეგმილი

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay