სამშაბათი, ოქტომბერი 13, 2026
Home მსოფლიო აშშ უკრაინასა და რუსეთს შორის ენერგეტიკული ზავის მიღწევას შეეცდება – მარკო რუბიო

აშშ უკრაინასა და რუსეთს შორის ენერგეტიკული ზავის მიღწევას შეეცდება – მარკო რუბიო

by admin

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ვაშინგტონი რუსეთსა და უკრაინას შორის ენერგეტიკული ზავის მიღწევას შეეცდება, თუმცა აღნიშნა, რომ ეს რთული ამოცანაა.

რუბიოს თქმით, ენერგეტიკული ზავის მიღწევა რთულია, რადგან რუსეთმაც და უკრაინამაც ერთმანეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები თავიანთი სამხედრო მოქმედებების სტრატეგიულ მიზნად განსაზღვრეს.

„უკრაინელები ზიანს აყენებენ რუსეთს, როდესაც მის ენერგეტიკულ სექტორს, რომელიც ქვეყნის შემოსავლის წყაროა, უტევენ. რუსული მხარე კი ზიანს აყენებს უკრაინას, როდესაც მის ელექტროენერგიის ქსელებზე, განსაკუთრებით ზამთრის მოახლოების წინ, ახორციელებს თავდასხმებს. ამრიგად, პრობლემა ის არის, რომ ორივე მხარემ ენერგეტიკა თავისი სამხედრო მოქმედებების სტრატეგიულ მიზნად განსაზღვრა. სწორედ ამიტომ არ არის მარტივი, მოულოდნელად თქვა: „მოდით, შევთანხმდეთ“, – განაცხადა რუბიომ.

ამასთან, სახელმწიფო მდივნის თქმით, ენერგეტიკული ზავი როგორც უკრაინისთვის, ისე რუსეთისთვის მომგებიანი იქნებოდა.

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay