ორშაბათი, ოქტომბერი 12, 2026
Home მსოფლიო სერგეი ლავროვი – ამერიკელებს ანკორიჯის სამიტის შეთანხმებებიდან რომ არ გადაეხვიათ, უკვე ერთი წელი ომის გარეშე ვიცხოვრებდით

სერგეი ლავროვი – ამერიკელებს ანკორიჯის სამიტის შეთანხმებებიდან რომ არ გადაეხვიათ, უკვე ერთი წელი ომის გარეშე ვიცხოვრებდით

by admin

ამერიკელებს ანკორიჯის სამიტის შეთანხმებებიდან რომ არ გადაეხვიათ, უკვე ერთი წელი ომის გარეშე ვიცხოვრებდით, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

სერგეი ლავროვის განცხადებით, ვაშინგტონმა გასულ წელს ალასკაზე რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების, ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის მიერ მიღწეული შეთანხმებებიდან ევროპული ქვეყნების ჩარევის შედეგად გადაუხვია.

“ეს აშკარა ფაქტია, რუსეთი მზად არის, როგორც ორმხრივ, ისე სამმხრივ ფორმატში მოლაპარაკებებისთვის. ყოველთვის, როდესაც სერიოზული მოლაპარაკებების მზადყოფნა არსებობს, ჩვენ ამაზე უარს არ ვამბობთ”, – აღნიშნა ლავროვმა

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay